Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ერთთვიანი კომის შემდეგ ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა
ambebi.ge
27 March 2017, 17:22
ერთი თვეა, რაც ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია, მწვავე ინსტულტით საავადმყოფოში იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი, მძიმე მდგომარეობის გამო ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე გახლდათ. როგორც AMBEBI.GE-ს ილუზიონისტის ქალიშვილმა, მიმი ვადაჭკორიამ აცნობა, ზურას ცნობიერება დაუბრუნდა.

"უკეთესობაა, მამაჩემი გონზე მოვიდა, აპარატიდან მთლიანად არ არის მოხსნილი, ამიტომ რეანიმაციაში რჩება. როგორც გვეუბნებიან, აპარატიდან უცებ მოხსნა არ შეიძლება, დაკვირვების რეჟიმშია, თუმცა სასიხარულოა, თავისით სუნთქვა შეუძლია..."

- თქვენთან კონტაქტში შემოდის?
- როდესაც რაღაცას ვეკითხებით, თავის მოძრაობით გვპასუხობს...

- იცის, რაც სჭირს?
- არაფერი გვითქვამს... საერთოდ, მგრძნობიარე ადამიანია, სავარაუდოდ ყველაფერს ხვდება... გუშინ მე და ჩემი ძმა საწოლთან ვედექით. ჩემმა ძმამ მკითხა, - ნეტავ, ყველაფერი ესმის? ალბათ ესმის-მეთქი და ამ დროს თავი დაგვიქნია...

- მოკლედ, ხელოვნური კომიდან პრაქტიკულად გამოყვანილია...
- დიახ, ღვთის წყალობითა და ექიმების დიდი ბრძოლით უკეთესობაა და იმედი მაქვს, კიდევ უკეთესად იქნება. საერთოდ, ძლიერი პიროვნებაა, მებრძოლი და ალბათ ამ დაავადებესაც ბოლომდე შეებრძოლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფრი საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვს.

- ექიმები რას ამბობენ?
- მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ ზურას Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ამჟამინდელი მდგომარეობით გაოგნებულია, რადგანაც ტვინის ის ნაწილი ჰქონდა დაზიანებული, რომ ამის გამო მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ცუდი პროგნოზები კეთდებოდა. მოკლედ, როგორც გითხარით, სიცოცხლე შეუნარჩუნდა, ცნობიერება დაუბრუნდა, დანარჩენი კი დროზეა გაწერილი, წინასწარ მეტს ვერაფერს გეტყვით.

- როგორც ვიცი, ინსულტიანი პაციენტის მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. ამ საქმეში მხარში ვინ გიდგათ?
- მერიამ მოგვცა საგარანტიო ფურცელი, რისთვისაც მიადლობა მინდა, გადავუხადო, ბატონ დავით ნარმანიას. სრული კურსი 20 ათას ლარი ჯდება და განაცხადი ამ თანხაზე გვქონდა გაკეთებული. მერიამ 6.000 ლარით დაგვიფინანსა. ველოდები, რომ რაღაც სხვა გზა გამოიძებნება. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა. მადლობა ასევე ახლობლებს, მეგობრებს. მამაჩემი მეგობრების ნაწილს, ვინც სცენაზე დგას (მომღერელები, მსახიობები) უნდათ, რომ ტელემარათონი ჩატარდეს. მადლობა შალვა ოგბაიძეს, როგორც შეუძლია, იბრძვის, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზურას ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და სთხოვა ადამიანებს, როგორც შეძლებთ, დაეხმაროთო... ასე რომ, უკეთესის მოლოდინი გვაქვს.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი